"წარმოიდგინეთ, წავაგეთ გუნდთან, რომელმაც ბოლოს მოუგო გიბრალტარს", - წერს გამოცემა. "ჩვენი ნაკრების მატჩებს რომ გადავხედოთ, შინ ასეთი სამარცხვინო მარცხი ბოლოს არ გვახსენდება. საქართველო ნამდვილად არ არის საფეხბურთო გრანდი. ის 137-ეა მსოფლიო რეიტინგში და ახლახან წააგო რუმინეთთან 5:1. ამ ნაკრებმა ბოლოს 2014 წელს მოიგო სტუმრად თამაში და ეს იყო გიბრალტარის
საქართველოს ნაკრები, როგორც წესი, თანაბრად ეთამაშება ხოლმე ალბანეთის ნაკრებს, რომელთანაც ყველაზე მეტი მოგება აქვს ისტორიაში; ბელორუსს, ესტონეთს... გამარჯვება ესპანეთთან, თანაც, სტუმრად, ამ ფეხბურთელებისათვის საოცნებოც არ იყო. ამიტომაც მათ ეს მოგება ისე იზეიმეს, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგოთ.
ფაქტია, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მოგება ისტორიულია და ის საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ.
ესპანეთის ნაკრებს ადრეც დაცდენია ფეხი ამხანაგურ მატჩებში, მაგრამ ეს იყო ძლიერ მეტოქეებთან. არადა, ახლახან გუნდმა ჩინებულად ითამაშა სამხრეთ კორეის ნაკრებთან, რომელიც 6:1 გაანადგურა. ამიტომაც ასეთი თამაში საქართველოსთან ძალზე მოულოდნელი იყო", - წერს გაზეთი.
- "ძაან ბევრი მომივიდა დალევა თუ მართლა მოვიგეთ?" - ქართველების კომენტარები
- უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"
- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO]
- ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]
- ლევან კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]
მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ კატეგორია - ეროვნული ნაკრები