რეიტინგი ბოლო 48 თვის შედეგების მიხედვით ითვლება. ითვალისწინებენ კონფედერაციის სიძლიერეს, მატჩის მნიშვნელობასა და მეტოქის სიძლიერეს. მოკლედ, ქულები რამდენიმე ნიუანსისგან ჯამდება და ეს ყველაფერი მრავლდება კონკრეტულ მატჩში მიღებულ ქულაზე (ფრე - 1 ქულა, მოგება - 3 ქულა).
რუმინელებთან მარცხმა, ბუნებრივია, არაფერი არ მოგვცა - 0 ქულა. აი, ესპანეთთან მოგებამ კი ერთბაშად 115 ქულა (!)
ახალ რეიტინგში ჩამოგვშორდება 2012 წლის მაისში დაგროვილი ქულები, მაგრამ სანერვიულო არაფერია - მაშინ ჩვენ თურქეთთან 1:3 დავმარცხდით და ქულები რეიტინგს ვერ შევმატეთ.
ასე რომ, ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 375 ქულა ექნება. ეს კი დაახლოებით 90-ე-95-ე ადგილებზე გაგვიყვანს მომავალი თვის რეიტინგ-ლისტში.