ოქრიაშვილის გადაბირება ძალიან უნდა რამდენიმე რუსულ კლუბს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ურალი", სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკეს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს.
ეს სწორი მიდგომაა. ჯერ ერთი, საშუალო რუსულ კლუბში პროგრესზე ფიქრი ძნელია და მეორეც - ჩვენებურს საინტერესო ვარიანტები აქვს ევროპიდან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაუტანა ერთადერთი გოლი ესპანეთს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში, რამაც, სავარაუდოდ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა არის აქ გაუგებარი? რატომ არ უნდა ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში? ისინი რომ ერევიან ჩვენს ცხოვრებაში კარგია? მერედა როგორ ერევიან! გვანერვიულებენ ბატონო, წნევას გვიწევენ, სისხლს გვიშრობენ, რამდენ არასწორ პასს აკეთებენ, როგორ ნელა დაიზლაზნებიან, 100% საგოლე მომენტებს აფუჭებენ და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ სტრესულ ეპიზოდს და ტრაგედიას ქმნიან ჩვენი ოჯახების შუაგულში, ჩვენი ტელევიზორების წინ, ჩვენი ოჯახის წევრების და ბავშვების თვალწინ! :) და რაც შეეხება აქ კომენტარების ავტორებს ყველა მარგალიტი ადამიანია, აქ შეხვდები პროფესორებს, დოცენტებს, აკადემიკოსებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს! დარწმუნებული ვარ თქვენ ღრმად პატივცემულო Gekopat იქნებით ქართველოლოგი. ასე რომ ყველამ ჩვენ ერთხმად ვუსურვოთ ოქრის ღირსეული ევროპული კლუბის მოძიება. :)