შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შინ გამართავს.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა, კაპიტან ჯაბა კანკავას არგამოძახებაა.
"ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ბოლო 3 მატჩი არ იყო და მის გარეშე თამაში უნდა გვესწავლა. ის ავადაა, უნდა გამოჯანმრთელდეს... ამ პოზიციაზე რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს. კაშიამ ითამაშა ამ პოზიციაზე
კანკავასთან დაკავშირებით კომენტარი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა:
"კანკავა ნაკრების კაპიტანი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ იცით, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მან 3 ამხანაგური მატჩი ამიტომ გამოტოვა და გუშინაც, როცა ვესაუბრეთ, თავადაც დაგვიდასტურა, რომ ჯერ პრობლემები მაქვს და მზად არ ვარ ნაკრებში თამაშისთვისო. დიდი იმედი მაქვს, კანკავა ნაკრებს მალე შეუერთდება".
- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა