ტყუილები არ დაიჯეროთ - ჯაბა კანკავა ანალიზის პასუხს ელოდება და გაიგებს, რა სჭირს...

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჯაბა კანკავა 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის თქმით, "ჯვაროსნების" კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც იგივე გაიმეორა. მაგრამ ეს ბევრისთვის დაუჯერებელია.

გულშემატკივარს აქვს ეჭვი, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ვაისს კანკავასთან კონფლიქტი მოუვიდა და ამიტომაც არ გამოიძახა. ამას კი შემდეგნაირად ასაბუთებენ: სლოვაკმა სპეციალისტმა საავსტრიო შეკრებაზე ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ფაქტობრივად, უგუნდოდ მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი მიიწვია. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აკლია პრაქტიკა - ნუკრი რევიშვილს, ოთარ კაკაბაძეს, ჯანო ანანიძეს, საბა კვირკველიას, ზურაბ ცისკარიძეს,
გიორგი აბურჯანიას, ლევან მჭედლიძეს
. ამის მიუხედავად, ვაისმა ისინი შეკრებაზე მაინც მიიწვია.

აქედან გამომდინარეა, ყველას რომ უკვირს, ნაკრებში მოწვეულთა ლამის ნახევარი თუ უთამაშებელია, კანკავამ რაღა დააშავაო?!

თავად ჯაბასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იაშვილი და ვაისი არ ცრუობდნენ. კაპიტნის ოჯახი აგორებულ ჭორებს განიცდის. "ლელომ" ჯაბას მამის, გია კანკავას კომენტარი ჩაიწერა:

"დიდი სისულელეა, რომ ჯაბას ვაისთან კონფლიქტი აქვს. არანაირი დაპირისპირება ავსტრიაში არ მომხდარა. პირიქით, ერთმანეთის მიმართ ორივე დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული.

რომელ კონფლიქტზეა ლაპარაკი, როცა ვაისი ამბობს, რომ კანკავა მისთვის პროფესიონალიზმის მაგალითია და თავად ჯაბაც კმაყოფილია - სლოვაკი მწვრთნელი კარგი სპეციალისტი და პიროვნებააო.

ეს ტყუილები არ დაიჯეროთ, ეს მოგონილი თემაა. ჯაბა მართლა გამოფიტულია და შეკრებაზე ამიტომ არ ჩამოვიდა. ახლა არც ვარჯიშობს, ანალიზის პასუხს ელოდება და გაიგებს, რა სჭირს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ დავიწყოთ იქიდან რომ სტატიაში არის ფაქტობრივი შეცდომები: ჯანო ანანიძე სულაც არ არის უპრაქტიკოდ, ამასთანავე გიორგი აბურჯანია ახალი გადასულია სევილიაში, მანამდე კი ხიმნასტიკში ჰქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ( თუ ბოლო თამაშს არ ჩავთვლით ).
ჯაბა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სული და გულია და აქედან გამომდინარე ნებისმნიერი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ეს უნდა გახმაურდეს, რათა ხალხმა ფედერაციას გონს მოგებისაკენ და ვაისის განთავისუფლებისაკენ მოუწოდოს. კახა ცხადაძეს ძალიან დიდი მიზეზი ჰქონდა ოქრიაშვილთან კონფლიქტისთვის, თუმცა გაითვალისწინა რა, რომ ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო საკუტარ თავს გადაახტა.
Bero_2000
16:50 25-08-2016
0
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კაპიტანს. მთავარია ჯანმრთელობა. სხვა დანარჩენი იქნება. იმედია მალე დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს და ნაკრებში თამაშითაც მალე გაგვახარებს.
ლუკა
17:13 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული