თბილისში რთული თამაში იქნებაო... რა ხდება საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ბანაკებში?

AutoSharing Option
საინტერესოა, რა ხდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა სამზარეულოში.

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქმეს ავსტრიის, უელსის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებებთან დაიჭერს.

ახალი ციკლის პირველ მატჩში ავსტრიელებს თბილისში ვეთამაშებით, დანარჩენ ნაკრებებში არსებულ სიტუაციაზე კი ქვემოთ წაიკითხავთ...

უელსი
ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, უელსის ნაკრები, მოლდოვას ეთამაშება. ამ შეხვედრაში ბრიტანულ გუნდს ვერ დაეხმარება "არსენალის" ვარსკვლავი აარონ რემზი. არ იქნებიან ასევე "კრისტალ პალასის" ნახევარმცველი ჯონათან უილიამსი, ხოლო დევიდ ვოგანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის მიუხედავად, უელსი მაინც აშკარა ფავორიტია მოლდოვასთან საშინაო
მატჩში. კრის კოულმენმა უკვე დაასახელა შემადგენლობა:

მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ოვეინ უილიამსი (ინვერნესი, შოტლანდია), დენი უორდი (ჰადერსფილდი, ინგლისი);

მცველები:
კრის განტერი (რედინგი, ინგლისი), ეშლი უილიამსი (ევერტონი, ინგლისი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ნილ ტეილორი (სუონსი), ბენ დევისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჯეზ რიჩარდსი (კარდიფი), პოლ დამეტი (ნიუკასლი, ინგლისი);

ნახევარმცველები:
ჯო ლედლი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ჯო ალენი (სტოკი, ინგლისი), ენდი კინგი (ლესტერი, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (ვულვზი, ინგლისი), დევიდ კოტერილი (ბირმინგემი, ინგლისი), ემირ ჰავსი (კარდიფი);

თავდამსხმელები:
გარეთ ბეილი (რეალი, ესპანეთი), სემ ვოუკსი (ბარნლი, ინგლისი), სიმონ ჩარჩი (როდა, ჰოლანდია), ჰალ რობსონ-კანუ (უკლუბოდ), ჯორჯ უილიამსი (მილტონი, ინგლისი), ტომ ლოურენსი (ლესტერი, ინგლისი).

სერბეთი
შემადგენლობა დაასახელა სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმაც. ბალკანელები ირლანდიას ეთამაშებიან. ნაკრებში აღარ არის ბევრი ცნობადი სახე - ალეკსანდრ კოლაროვი, ნემანია მატიჩი, მირალემ სულეიმანი...

მუსლინისეული ფორმაცია ასეთია:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი), მარკო დმიტროვიჩი (ალკორკონი, ესპანეთი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);

მცველები:
ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), მატია ნასტასიჩი (შალკე, გერმანია), სლობოდან რაიკოვიჩი (პალერმო, იტალია), დუშკო ტოდიჩი (ბეშიქთაში, თურქეთი), ალეკსანდრ იგნიოვსკი (ფრაიბურგი, გერმანია), სტეფან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ფილიპ მლადენოვიჩი (კიოლნი, გერმანია), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი);

ნახევარმცველები:
ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, , ინგლისი), ლიუბომირ ფეისა (ბენფიკა, პორტუგალია), ლაზარ მარკოვიჩი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა მილოევიჩი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნემანია გუდელი (აიაქსი, ჰოლანდია), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა, პორტუგალია), მარკო გრუიჩი (ლივერპული, ინგლისი), ნემანია მაკსიმოვიჩი (ასტანა, ყაზახეთი), ალეკსანდრ კატაი (სელტა, ესპანეთი);

თავდამსხმელები:
ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ნიკოლა სტოიკოვიჩი (ბრაგა, პორტუგალია), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი, დანია).

ირლანდია
ახლა ვნახოთ, რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა. სერბეთთან მატჩამდე, ირლანდია ამხანაგურად გაეჯიბრება ომანს.

მეკარეები: დევიდ ფორდი (პორტსმუთი, ინგლისი), კარენ ვესტვუდი (შეფილდ უენსდეი, ინგლისი), დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი);

მცველები:
ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), სტეფან უარდი (ბარნლი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), მარკ უილსონი (ბორნმუთი, ინგლისი), კლარენ კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), საირუს კრისტი (დერბი, ინგლისი);

ნახევარმცველები:
ეიდენ მაკგიდი (ევერტონი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიკი (დერბი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), სტეფან ქუინი (რედინგი, ინგლისი), ენან ოკინი (ბორნმუთი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), ჰარი ოდოვა (ბრისტოლი, ინგლისი);

თავდამსხმელები:
რობი კინი (ლოს ანჯელეს გალაქსი, აშშ), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი, ინგლისი), დერილ მერფი (ნიუკასლი, ინგლისი).

* * *
საქართველოსთან მოახლოებული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეო ვინდტნერმა.

"საქართველოს ნაკრებმა წინა შესარჩევ ციკლში ორჯერ ბოლომდე იბრძოლა გერმანიასთან. გარდა ამისა, მათ ახლახან ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთი სტუმრად დაამარცხეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ. რთული მატჩი გველის თბილისში, მაგრამ გამარჯვება ძალიან გვჭირდება და დიდი იმედი მაქვს, სამ ქულას ავიღებთ", - თქვა ვინდტნერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ადგილის იმედი გვაქვსო?!.. ანუ, პირველი ჩვენ გადმოგვილოცა?!.. ა კაცი....
მსქროლავი ტროლი
01:23 31-08-2016
0
ღმერთმა ქნას, რომ მოვიგოთ! მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, ვლადიმერ ვაისიც, თავისი თანამემამულე იურაი იარაბეკის ბედს გაიზიარებს...
დათო
05:26 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული