09:34 30-08-2016
არც მჭედლიძე, არც ყენია... საქართველოს ნაკრებმა მზადება დანაკლისით დაიწყო
AutoSharing Option
ორი სამწუხარო ამბავია - ავსტრიასთან მატჩს ტრავმების გამო დააკლდებიან ჩეხური "სლავიას" ნახევარმცველი ლევან ყენია და იტალიური "ემპოლის" შემტევი ლევან მჭედლიძე. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მათ ნაცვლად ვაისი გუნდში არავის გამოიძახებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ასევე ტრავმის გამო, ნაკრებს ვენის "რაპიდში" გადასული გიორგი ქვილითაიაც დააკლდა. სამაგიეროდ, ვაისმა გამოიძახა ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა.
გუშინ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი მაკარიძეს, გიორგი ჭანტურიას, ჯანო ანანიძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს. ისინი ქვეყნის პირველ გუნდს მალე შეუერთდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მე რატო არ მიზახებენ ნაკრებში?სახლში მეც ვზივარ გენიოსო
0
0
სახლში დამჯდარი ფეხბურთელებით რომ ვთამაშობთ იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული