"გაბალას" ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისიც ენდობა, რაც შემთხვევითი არაა - აზერბაიჯანული პრემიერლიგის გუნდის ფეხბურთელი ნაკრებში ღირსეულად გამოჩნდა. ამავე დროს, 24 წლის ქართველის გუნდმა ევროპალიგის პლეი ოფში სლოვენიური "მარიბორი" დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თავად ნიკა კი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი და ერთ-ერთი ლიდერია.
ვაისმა ის ავსტრიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა, რაზეც ნიკამ კომენტარი გააკეთა:
"წლეულს ევროპის ლიგაზე ვითამაშებ
უკვე თბილისში ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ მზადებას. წინ რთული მატჩია. სტადიონზე თქვენი ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გელოდებით ყველას", - მოგვიწოდებს კვეკვესკირი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"