შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებ ციკლს. ჩვენ მას შინ ვიწყებთ და ეს კარგია. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რას ვიზამთ ავსტრიასთან. წინ კიდევ 5 დღეა. მწვრთნელი აკვირდება ფეხბურთელებს...
ავსტრია კარგი გუნდია, მაგრამ ასეთ გუნდებთან საკუთარ მოედანზე 3 ქულის მოპოვება ნამდვილად შეგვიძლია.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრების ფეხბურთელს
ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაგვაკლდება. მოედანზე თავიანთი ყოფნით, ისინი ძალიან გვიადვილებენ ხოლმე თამაშს, მაგრამ რა ვქნათ?! ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და სხვა ფეხბურთელებით ჩანაცვლებას ვეცადოთ. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ყველგან ვთამაშობ - სადაც დამაყენებენ, იქ ვითამაშებ. მე პოზიციის მხრივ პრობლემა არ მაქვს. პრობლემა ისაა, რომ წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია", - განაცხადა კაშიამ.