შოთა არველაძე: დღემდე მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო...

AutoSharing Option
თელ-ავივის "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, სხვასთან ერთად, ევროთასებზე თბილისის "დინამოს" წარუმატებელ გამოსვლასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლს იწყებს.

შოთა არველაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ "დინამომ" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს, საქართველოს ნაკრებში კი, კახა ცხადაძის გაშვების შემდეგ, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი...

- არაერთხელ მითქვამს თანამდებობის პირებისა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთვისაც - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს! გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი
მდუღარე წყალში - ეს ასეა... იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს მილიარდი აქვს ბიუჯეტი, მგონი, შეიძლება გაერთიანებული ძალებით ამ კლუბს მეტი ყურადღება მიექცეს. მაინც თბილისის "დინამომ" უნდა გააკეთოს გასაკეთებელი, მან უნდა ითამაშოს ჯგუფურ ეტაპზე!

წარმოუდგენელი ამბავია - აზერბაიჯანის ორი კლუბი ხვდებოდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოდან კი ერთიც ვერ! აზერბაიჯანელებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? არა, მაგრამ უკეთესი მოთამაშეები, მწვრთნელები და სპეციალისტები ჩაჰყავთ, მეტ ფულს ხარჯავენ და შედეგიც აქვთ. კლუბს, რომელიც ქვეყნის სახეა, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს - ქალაქის ხელმძღვანელობის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის დონეზე.

რამე თუ არ ვიღონეთ, ფეხბურთზე წასვლის პროცესი აღარ ახსოვს ქართველ გულშემატკივარს. ნაკრები წელიწადში 7 მატჩს თამაშობს, აქედან თბილისში შეიძლება 3-4 იყოს და... სტადიონის გზა დაავიწყდა ხალხს. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა კი, შესარჩევი ეტაპის ჩათვლით, 14-16 მატჩს ნიშნავს!

საქართველო ნამდვილად არ არის ისეთი გაჭირვებული, თბილისის "დინამო" ერთხელ მაინც ვერ მოხვდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე. ვითომ ალბანელები და მაკედონიელები ჩვენზე მდიდრები არ არიან?!

- ნაკრებზეც ვთქვათ: ესპანეთთან გამარჯვება "ყარაულის თოფის გავარდნა" იყო თუ მორიგი იმედისმომცემი მატჩი?
- ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჩვენი თამაში? ვაღიარეთ უკვე, რომ თუნდაც ესპანეთთან გამარჯვება არ გვიღირს იმად, მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში გავმაგრდეთ...

მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ვისგანაც რაღაცის შექმნას ელი, ან უკლუბოდ არის, ან არ ათამაშებენ. ზოგი ფეხბურთელი ჯერაც ფესტივალზეა დარჩენილი, ზოგიც - სოციალურ ქსელში.

დღემდე მიმაჩნია, რომ ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო. კახამ ძალიან მოკლე დროში შეძლო გუნდისთვის სახის მიცემა, მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა, მოთამაშეებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ - უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთო. ახლა კი ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ...

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Jango-ს ტორპედოსაც წაადგება თუ დინამო ევროპალიგის ჯგუფურზე მაინც გავა ამ ერთხელ მხოლოდ) აი როგორც ყარაბახი იყო მთელი ერი იყო ჩართული რომ ევროპალიგის ჯგუფურზე მოხვედრილიყო გუნდი და მერე უკვე აღარც უჭირს ჯგუფურზე მოხვედრა)) შენ იცი ჯერ ჯგუფში რომ მოხვდები რამდენს გაძლევენ?!! აღარაფერს ვამბობ იქ ფრეს ითამაშებ თუ მოიგებ საერთოდ თამაშს!!! და მარტო ფიფიას თავის სატეხი არ არის რომ დინამო ჯგუფურზე მოხვდეს ეს ყველა ჩვენგანს გვეხება!) იმას ვერ ხვდები რომ ჩიხურასაც წაადგება სამტრედიას და "ააქაააანეეეს დაა იქაააააააანეეეს")))
svani
10:32 06-09-2016
0
ჯანგოს,სვანი ცამდე მარტალია.
სოსო
11:04 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული