პანიკა კოლერის დაცვაში - ავსტრიული მედია საქართველო-ავსტრიაზე

AutoSharing Option
5 სექტემბერს მუნდიალის პირველ შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შინ 1:2 დამარცხდა ავსტრიასთან.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა ამ მატჩს ავსტრიული მედია:

"ავსტრიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაიწყო მატჩით, რომელშიც მხოლოდ მოპოვებული სამი ქულა მოგვეწონა", - წერს derstandard.at.

"მარსელ კოლერი ბევრს ლაპარაკობდა ნაკრების აღორძინებაზე მას მერე, რაც მისმა გუნდმა საფრანგეთში ფიასკო განიცადა. ჩვენ კი ვიხილეთ თითქმის შეუცვლელი გუნდი. და რა იყო ახალი? ფუხსი რომ არ იქნებოდა და მას ზუტნერი შეცვლიდა, ეს ხომ ყველამ
იცოდა. დანარჩენი კი ერთი და იგივე იყო, ზუსტად იმ შემადგენლობამ ითამაშა, რომლითაც კოლერმა ბორდოში უნგრეთთან მატჩი დაიწყო", - წერს საიტი.

"ჩვენ მივიღეთ თამაში, რომელშიც მსოფლიოს 118-ე ნომერი საქართველო უკვე მე-17 წამზე იყო საშიში ავსტრიისთვის. როდესაც ჯანო ანანიძემ დიდებული გოლი გაუტანა ალმერს, ავსტრიის ნაკრებში პანიკა დაიწყო და მხოლოდ ფინალური სასტვენის შემდეგ ამოისუნთქეს მოთამაშეებმა შვებით.

როგორც ჩანს, ნაკრების აღორძინების საქმე გადაიდო", - წერს გამოცემა.

sportnet.at წერს, რომ ავსტრიის ნაკრებს 3 ქულა დიდ მუცლის ტკივილად დაუჯდა. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, საითკენ, ჯერ უცნობია. გუნდმა 2:1 მოიგო, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში დაცვაში უსუსურად ითამაშა.

DiePresse.com: "საქართველო 96 საფეხურით ჩამორჩება ავსტრიას რეიტინგში და მავრიტანიაზე უკან არის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში წარსულს ჩაბარდა უიმედო აუტსაიდერების დრო. საქართველოს ნაკრებმა ახლახან სტუმრად ესპანეთი დაამარცხა ამხანაგურ მატჩში და რა გასაკვირი იყო, რომ ავსტრიასთან თამაშის არ შეეშინდებოდა".

"78-ე წუთზე საქართველომ ჯანო ანანიძის გოლით 1:2 გახადა, რაც ამ ნაკრებმა თამაშით აშკარად დაიმსახურა. ის კი არა, 84-ე წუთზე კაშიასაც რომ გაეტანა, არც ეს იქნებოდა არალოგიკური".

თამაშის შემდეგ მცველი ალექსანდარ დრაგოვიჩი Courier-ს გაესაუბრა: "ეს იყო ულამაზო გამარჯვება, მაგრამ ბოლოს მაინც გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, მირჩევნია ასეთი გამარჯვება, ვიდრე კარგად გვეთამაშა და 2:2 დაფიქსირებულიყო".

"ბოლო წუთებში ავსტრიის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თუმცა მომდევნო მატჩებში გუნდს მომატება დასჭირდება, რომ კვლავ დადებით შედეგს მიაღწიოს", - წერს vienna.at.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს პირველ რიგში ჩენს ჟურნალისტებს ეხებათ.ამ ხალხმა თამაში მოიგეს მაგრამ კრიტიკას მაინც არ იშურებენ,აბა ჩვენ მოგვეგო? დაწყებოდა ჩვენ ასეთები ისეთები მაგრები ვართ,და ა/შ
თენგო
22:48 06-09-2016
0
yavelashvili martlac magari kacia magis donis vinme yavs federacias an mcodne.hveni nakrebis imedi dakarga xalxma mageni arafris gamketeblebi agararian momaval taobaze gavaketot aqcenti nobia cota droit hamovshordet fexburts ase ajobebs mainc sircxvils agar vjamt.
goga
11:53 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული