ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის გუნდის 26-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სფფ-ის ცნობით ტრავმების გამო ნაკრებს გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ლევან ყენია ვერ დაეხმარებიან. თუმცა როგორც კანკავამ გაზეთ "ლელოს" განუცხადა, ის ნაკრებს იმიტომ ვერ დაეხმარება, რომ ცუდ სათამაშო ფორმაში იმყოფება.

- სამწუხაროდ, ვერა - ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს ვერც ირლანდია-უელსთან დაეხმარება

აღსანიშანვია, რომ ვაისმა ნაკრებში ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველი ვაკო გვილია იხმო.

ეროვნული ნაკრების გფაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია
(კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი);
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს, დუბლინში შეიკრიბება. შეხვედრა ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება. 9 ოქტომბერს კარდიფში უელსისა და საქართველოს შეხვედრა 20:00 საათზე შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
თავდასხმაში მჭედლიძე. ფლანგებიდან ოქრი და კობახიძე, შუაში ყაზაიშვილი, საყრდენები კვეკვესკირი და ანანიძე. დაცვაში კვირკველია, კაშია ცენტრი. ფლანგები ნავალოვსკი და დვალი. კარში ლორია. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ამ ეტაპზე.
kika
13:08 24-09-2016
0
Mamuka-ს დაუჯერეთ:))) ასე გამოჩნდება რო თავდასხმაც გვყოლია:)))
შოკირებული გულშემატკივარი
12:06 24-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული