საქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა დუბლინში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას ჩვენი ნაკრები ფლობდა, რომელმაც არაერთი მომენტი შექმნა და გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ტაიმი მაინც უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და 56-ე წუთზე გოლიც გაიტანეს -  საჯარიმოში შექმნილი არეულობით სეამუს კოულმენმა ისარგებლა და ამ გოლით ირლანდიელებს 3 ქულა მოუტანა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ოქტომბერს,
კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 40 /
კარგად ვითამაშეთ , არ გაგვიმართლა, იმ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი, / მთლიანობაში ცუდი საყურებელი არ იყო, გოლის მერე 10 წუთი საერთოდ გაიტიშნენ.../ არაუშავს, უელს უნდა მოვუგოთ , სხვა შედეგი აღარ გვაწყობს, თუ წავაგეთ ვსიო, მორჩა და დამრთავდა ჩვენთვის მსოფლიო
Vasili
09:52 07-10-2016
0
მე ვეთანხმები ვაისს. ეს არ არის უიღბლობა, ეს არის უბედურება.
haha
10:02 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული