Independent: საქართველოს დარი გუნდები წინასაკვალიფიკაციო ეტაპს უნდა თამაშობდნენ

AutoSharing Option
ირლანდიური Independent აქვეყნებს სტატიას ირლანდია-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით "კარგი, ცუდი და ბოროტი ირლანდიის წუხანდელი საშინელი თამაშიდან". სტატიის ავტორი კევინ პალმერია.

გამოცემის ჟურნალისტი მკაცრად აკრიტიკებს მარტინ ონილის ნაკრებს. მაგალითად, სტატიაში ნახავთ ასეთ ფრაზას:

"საბოლოო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალოზე საშუალო საქართველომ 96 წუთში ბურთი 56%-ით დაიჭირა. ეს ძალიან სამარცხვინო სტატისტიკაა".

სტატიის ბოლო ქვეთავი კი საერთაშორისო ფეხბურთში პრობლემებს ეძღვნება.

"ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შეფები, ალბათ, გახარებულები არიან, რომ საქართველომ იმაზე მეტი ხალხი შეკრიბა "ავივაზე", ვიდრე მათ ეგონათ.

ფიფამ და უეფამ რაღაც უნდა მოუხერხონ საკვალიფიკაციო მატჩებს,
რომლებიც აღარ იზიდავს პუბლიკას.

ოქტომბრის ცივ საღამოს ვერ მოჰკიდებ ბავშვებს ხელს და ვერ წაიყვან "ავივაზე" ცუდად მოთამაშე ირლანდიის საყურებლად საქართველოს ნაკრებთან, რადგან შინ ტელევიზია ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობს გასართობად.

ამიტომ ფეხბურთის მამებმა საკვალიფიკაციო ციკლი უნდა შეამცირონ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს და მოლდოვას მსგავსი ნაკრებები წინასაკვალიფიკაციო ტურნირში თამაშობდნენ, მთავარ საკვალიფიკაციოში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ფეხბურთის მამები ასეთი ქვეყნებიდან ხმებს იღებენ არჩევნებში. სამაგიეროდ, ჩვენ გვრჩება საერთაშორისო ფეხბურთის დაკნინება, თუმცა ეს არ არის ახალი ისტორია", - წერს კევინ პალმერი.

დროდადრო ასეთ მოსაზრებებს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში გაიგონებთ ხოლმე. წლების წინ ამავე პოზიციაზე იყო გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.
მკითხველის კომენტარები / 29 /
მართლაც რომ, საერთოდ არ ყოლიათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. არც ნაკრებს მიუღწევია რაიმე ღირებულისთვის. მაგრამ ამ ახალ ისტორიაში კი გვიგებს 8-დან 8-ს. საწყენი და სატირალია. ბოლო თამაშში ფეხბურთელებთან სასაყვედუროც ბევრი არაფერი გვაქ. ჰო და სპეციალისტების (და არა მერტო ნაკრების მწვრთნელების!) საქმეა ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მარტო ლაპარაკი და მუშტების მკერდზე ბრაგუნი საქმეს ვერ უშველის. იმედი არის! ირლანდიის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ. ჰო და გვაკლია - აი ეს გამოვიკვიოთ.
alexandre
21:37 08-10-2016
0
nika-s

რით აჯობა და მოუგო! თანაც რვაჯერ (სამწუხაროდ)! ასე, შენსავით, ნაკლის აღიარება არ უყვართ, ჩვენი ფეხბურთის "მამებს" და იმიტომაც აღარ არსებობს "ქართული ფეხბურთი"!!!

jiji
17:46 08-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული