გამოცემის ჟურნალისტი მკაცრად აკრიტიკებს მარტინ ონილის ნაკრებს. მაგალითად, სტატიაში ნახავთ ასეთ ფრაზას:
"საბოლოო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალოზე საშუალო საქართველომ 96 წუთში ბურთი 56%-ით დაიჭირა. ეს ძალიან სამარცხვინო სტატისტიკაა".
სტატიის ბოლო ქვეთავი კი საერთაშორისო ფეხბურთში პრობლემებს ეძღვნება.
"ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შეფები, ალბათ, გახარებულები არიან, რომ საქართველომ იმაზე მეტი ხალხი შეკრიბა "ავივაზე", ვიდრე მათ ეგონათ.
ფიფამ და უეფამ რაღაც უნდა მოუხერხონ საკვალიფიკაციო მატჩებს,
ოქტომბრის ცივ საღამოს ვერ მოჰკიდებ ბავშვებს ხელს და ვერ წაიყვან "ავივაზე" ცუდად მოთამაშე ირლანდიის საყურებლად საქართველოს ნაკრებთან, რადგან შინ ტელევიზია ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობს გასართობად.
ამიტომ ფეხბურთის მამებმა საკვალიფიკაციო ციკლი უნდა შეამცირონ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს და მოლდოვას მსგავსი ნაკრებები წინასაკვალიფიკაციო ტურნირში თამაშობდნენ, მთავარ საკვალიფიკაციოში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.
ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ფეხბურთის მამები ასეთი ქვეყნებიდან ხმებს იღებენ არჩევნებში. სამაგიეროდ, ჩვენ გვრჩება საერთაშორისო ფეხბურთის დაკნინება, თუმცა ეს არ არის ახალი ისტორია", - წერს კევინ პალმერი.
დროდადრო ასეთ მოსაზრებებს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში გაიგონებთ ხოლმე. წლების წინ ამავე პოზიციაზე იყო გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.