12:16 08-10-2016
საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ივარჯიშა - ლორიამ და კვირკველიამ დაისვენეს [VIDEO]
AutoSharing Option
ვლადიმირ ვასისი გუნდი დუბლინიდან კარდიფში ჩარტერული რეისით ჩავიდა. საქართველოს ნაკრებმა კარდიფის ცენტრალური სპორტული კლუბის სავარჯიშო მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესი 45 წუთს გაგრძელდა. მოთამაშეებმა, რომლებსაც ირლანდიის წინააღმდეგ არ უთამაშიათ სრულად ივარჯიშეს. ირლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს კი მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები ჰქონდათ.
სოლომონ კვერკველიასა და გიორგი ლორიას მედიკოსთა გადაწყვეტილებით არ უვარჯიშიათ, ორივე ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
8 ოქტომბერს დაგეგმილ საწვრთნელ პროცესში. ორივე ფეხბურთელი სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა ვარჯიშის განახლებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 16.30 წუთზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
17 საათზე კი, ქართველი ფეხბურთელები "კარდიფ სიტის" სტადიონზე, მატჩისწინა ბოლო ოფიციალურ ვარჯიშს გამართავენ.
შეხვედრა უელსისა და საქართველოს საფეხბურთა ნაკრებთა მონაწილეობით , 9 ოქტომბერს , ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 20.00).
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უყურა,უყურა ვაისმა ჩანაწერებს და მიხვდა რომ უნდა დაუბრუნდეს ცხადაძის სტილს ანუ პასებით თამაშს,მაგრამ გადაამლაშა ,თვითმიზანი გახდა პასი და კარში დარტყმა ეშინიათ.საჭიროა მეტი სისწრაფე და მეტი დარტყმა კარში ,უკეთესია თუ ცხადაძეს დააბრუნებენ.ერთი კობიაშვილის აზრი მაინტერესებს რატომ გააკეთა ასეთი მავნებლობა,ფულის ეკონომია გააკეთა?
0
0
კაი რა თამაზ? განა რა ასაკის ხარ, რომ ზღაპრებისა გჯერა? სისწრაფეს ვისა თხოვ ტო? კვდებიან მოედანზე ვერ ხედავ? მე მგონია თავი უნდა დავანებოთ ტყუილად ნერვების შლას? უკაცრავად ვარ ყველასთან ვისაც კიდევ გჯერათ. ნეტავ მე ვცდებოდე და სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს. მაქსიმუმ 7 ქულა, თუ მოინდომეს და გაუმართლათ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული