ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კრის კოულმენი: საქართველოსთან 2 ქულა კი არ დავკარგეთ, ქულა მოვიპოვეთ

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

9 ოქტომბერს, კარდიფში გამართულ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსთან ქულა თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით მოიპოვა - ფრე 1:1.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ხალხი მიიჩნევს, რომ 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ უფრო მოვიპოვეთ ქულა.

ოთხ დღეში ორი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ გვამართლებს - უკეთ უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში ისე
განვითარდა მოვლენები, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, წაგვეგო. გაშვებული გოლის შემდეგ შეტევა ვცადეთ, მაგრამ მეტოქისგან რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ...

მომდევნო შეხვედრას სერბეთთან ვთამაშობთ და ის მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ