ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ნაკრებმა "კარდიფ სიტი სთედიუმზე" უელსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელია, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნაკრებს მწვრთნელის ხელი დაეტყო. ბიჭები უმატებენ. მომეწონა ორივე ახალი მოთამაშე - ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე.
მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა! ასე გააგრძელონ და შედეგი აუცილებლად მოვა!

უნდა შევაქოთ ბიჭებიც და მწვრთნელიც. იშრომეს, იბრძოლეს... მადლობა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"