ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შესარჩევში საქართველოს ნაკრების პირველი საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ რეჯიმში გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

12 ნოემბერს, 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ