დღეს, 27 ნოემბერს, ავსტრიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ქართველმა ფორვარდმა
გიორგი ქვილითაიამ თავი გოლით გამოიჩინა. ქვილითაიას ვენის "რაპიდმა" მორიგ ტურში "შტურმს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ქვილითაია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი მე-13 წუთზე გაიტანა, როცა "რაპიდი" 0:1 მარცხდებოდა.
იხილეთ ვიდეო
16 ტურის შემდეგ "რაპიდს" 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.