იბერია პირდაპირ ძირითად ეტაპზე

AutoSharing Option
14 აგვისტოს ევროპული საკლუბო ფუტზალის უმნიშვნელოვანესი საკლუბო ტურნირი, უეფას ფუტზალის თასი იწყება. ეს შეჯიბრება ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ მასში კვლავ მონაწილეობს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი "იბერია სტარი". შეგახსენებთ, თბილისურმა კლუბმა შარშან უეფას ფუტზალის თასზე საკმაო წარმატებით იასპარეზა. "იბერიამ" ძირითადი ჯგუფური ტურნირი დაძლია და ელიტრაუნდში, ანუ ევროპის საუკეთესო 16 კლუბს შორის მოხვდა, სადაც ერთი მატჩის მოგება შეძლო.

შარშანდელი და წინა წლებში მიღწეული წარმატებების გამო "იბერია" გათავისუფლებულია საკვალიფიკაციო რაუნდისგან, რომელიც 14-22 აგვისტოს გაიმართება. ქართული კლუბი პირდაპირ მოხვდა ძირითადი რაუნდის მე-4 ჯგუფში, რომელსაც 25
სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩეხეთი უმასპინძლებს და მისი მეტოქეები ჩეხური "ჩრუდიმი" და ბელარუსული "რაპიდი" იქნებიან. "იბერიას" კიდევ ერთი მოწინააღმდეგე კი საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის გამარჯვებული გახდება. ამ ჯგუფში უნგრული "დიორი ეტო", ინგლისური "ჰელვესია", შვეიცარიული "აპენცელი" და ანდორული "ენკამპი" ითამაშებენ.

ელიტრაუნდში გასასვლელად "იბერიას" ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრა სჭირდება. ელიტრაუნდი 12-20 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული