საქართველომ მოლდოვის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის ძირითად რაუნდში გავიდა.

ქართველმა ფუტსალელებმა სომხეთთან ფრედ - 2:2 დასრულებული მატჩისა და მალტის - 10:0 დამარცხების შემდეგ, 23 ოქტომბერს გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოვას პენალტების სერიაში 8:7 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

დრამატული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, ქართველთა მხრიდან გოლები არჩილ სებიკვერაძემ და კახა მაიაიამ გაიტანეს. პენალტების სერიაში კი მეტოქის მეკარეს თოთლაძემ, სებისკვერაძემ, ტიკურიშვილმა, ნიშნიანიძემ, ჭანუყვაძემ და ლუკავამ გაუტანეს.

საქართველო ნაკრები ძირითად შესარჩევ ეტაპს 14-18 დეკემბერს სლოვენიაში ჩაატარებს, ჩვენი
მეტოქეები სერბეთის, სლოვენიის და ისრაელის ნაკრებები იქნებიან.

2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი. 23 ოქტომბერი. თბილისი. სპორტის სასახლე.

საქართველო - მოლდოვა 8:7
(ძირითადი დრო 2:2)

საქართველო: ჯამბურია (მ), თოთლაძე, კობაიძე, ნიშნიანიძე, ჭანუყვაძე, ტიკურიშვილი, მაიასაია, ბობოხიძე, სებისკვერაძე, სიგუნავა, ლუკავა. კეფაშვილი (მ).
მთავარი მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე

გოლები: 0:1 ბაესუ (26), 1:1 სებისკვერაძე (26), 1:2 მაისაია (30), 2:2 ტაკოტი (36).
მთ, მსაჯი: გერდ ბილუა (ბელგია)

სომხეთი - მალტა 4:0


სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 3 2 1 0 20-9 7
2. სომხეთი 3 1 2 0 8:4 5
3. მოლდოვა 3 1 1 1 19-10 4
4. მალტა 3 0 0 3 4-24 0

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ღმერთს-გადმოგვხედა უფალმა!
Boris Kvikvinia
15:42 24-10-2011
0
ლაშა გილოცავ გასვლას და გისურვებ წარმატებას, შენ და საქართველოს ნაკრებს.
zaza sigunava
17:52 24-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული