"იბერია" ისევ ბრაზილიელებით გაძლიერდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ახლახან ევროპის ფუტსალის თასის პირველ ჯგუფურ ეტაპზე გაიმარჯვა და ელიტრაუნდისთვის ემზადება.

ტურნირს პორტუგალია უმასპინძლებს, ფინალურ ოთხგუნდიან ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. თამაშები 16 ნოემბერს დაიწყება, ჩვენების მოწინააღმდეგეები კი ლისაბონის "სპორტინგი", რუმინული "ტარგუ მურეში" და უნგრული "დიორი" იქნებიან.

"ელიტრაუნდში გასვლის შემდეგ გაძლიერება გვჭირდებოდა, რადგან "სპორტინგი" რეიტინგით ევროპის პირველი გუნდია. წილისყრა 11 ოქტომბერს გაიმართა და როდესაც ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ჩვენმა პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა ახალი ფეხბურთელების ჩამოყვანა გადაწყვიტა.

ელიტ-რაუნდისთვის "იბერია სტარი" კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. ესენი არიან
ასასიო დე კალაის ნეტო და დანიელ იუჯი საკაი. ორივე 20 ოქტობერს ჩამოვიყვანეთ. ისინი "კორინთიანსში" ერთად თამაშობდნენ, ასასიო დე კალაის ნეტო ბრაზილიელია, დანიელ იუჯი საკაი კი ბრაზილიელი იაპონელი. ორივეს უთამაშია ჩვენს ბიჭებთან და ბრმად არ ჩამოგვიყვანია - მათ შესაძლებლობებს ვიცნობთ", - გვითხრა "იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული