პასუხს დღეისთვის ელიან

AutoSharing Option
სავარაუდოდ, უეფა დღეს აცნობებს საქართველოს ფუტსალის ასოციაციას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოლდოველთა მიერ შეტანილი პროტესტის თაობაზე.

შეგახსენებთ, მოლდოველებმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრის შედეგი გააპროტესტეს - მატჩის დელეგატი დებულებაში ვერ გაერკვა და იმის ნაცვლად, რომ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო ჯგუფის გამარჯვებულად მოლდოვის ნაკრები გამოეცხადებინა, პენალტების სერია დანიშნა, რომელშიც ქართველებმა გაიმარჯვეს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მომდევნო რაუნდში თამაშის შანსი არ აქვს - დელეგატმა ხომ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ ფრეს
შემთხვევაში პენალტების სერია დაინიშნებოდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთებში აღარ გაურისკავს და დიდი ძალებით არ შეუტევია.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს უეფა. იმედია, ჩვენს ნაკრებს სიმწრით მოპოვებულ საგზურს არ ჩამოართმევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული