”იბერია სთარმა” ბაქოს ”ნეფთჩი” დაამარცხა

AutoSharing Option
4 თებერვალს სპორტკომპლექს "არენაში" საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩატარდა: საქართველოს ჩემპიონმა და ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა "იბერია სთარმა" ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლა.

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში ფუტსალი მაღალ დონეზეა განვითარებული. მაგალითისთვის ისიც იკმარებს, რომ ევროპულ რეიტინგში ჩვენი მეზობლების ჩემპიონი ”არაზი" მე-3 ადგილზეა. ”ნეფთჩი" კი აზერბაიჯანის მეორე გუნდი და ”არაზის" ყველაზე სერიოზული კონკურენტია.

ამის გათავლისწინებით, სასიამოვნო იყო მატჩის შედეგი - ჩვენმა ჩემპიონმა 5:3 გაიმარჯვა.

”იბერია სტარი": აკოპოვი - ალთუნაშვილი, ბეტინიო, რონინიო, რომარიო - ძაბირაძე, ბრუნო მელო, ჯვარაშვილი, კუბლაშვილი - ჯამბურია
გოლები: ბრუნო მელო (2), რომარიო,
ბეტინიო, რონინიო.

”იბერია" მოედანზე ალიკ სარქისიანმა გაიყვანა, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და გუნდს ახალი თავკაცის დანიშვნამდე გაწვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული