"იბერია სტარმა" საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ მეათედ გაიფორმა

AutoSharing Option
ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა:

იბერია სტარი-იმერეთი (ქუთაისი) 11:4

სატრანსპორტო კომპანია (თბ)-აჭარის ნაკრები (ბათუმი) 11:4
თელასი (თბილისი)-უნივერსიტეტი (თელავი) 9:2
თსუ (თბილისი)-ალგო (თბილი
სი
) 6:2

ჩემპიონატში ორი ტურია დარჩენილი, თუმცა მნიშვნელოვანი უკვე აღარაფერი მოხდება. 8 მაისს ქუთაისში გამართული მე-12 ტურის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა ის, რაც ადრევე ცნობილი იყო - "იბერია სტარმა" ზედიზედ მეათედ გაიფორმა ჩემპიონობა, თსუ და "თელასი" კი - მეორე-მესამე ადგილებს გაიყოფენ, თუმცა რა განლაგებით, ბოლო ტურებში გადაწყდება.

საინტერესო ამბები მოხდა ქვედა სამეულში: "სატრანსპორტომ", რომელსაც 10 ტურის შემდეგ 0 ქულა ჰქონდა,
ზედიზედ 2 გამარჯვებით 2 საფეხურით აიწია და ცხრილი ასე დალაგდა:

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1.იბერია სტარი 12 12 0 0 157-29 36
2.თსუ 12 9 1 2 104-41 28
3.თელასი 12 8 1 3 90-43 25
4.ალგო 11 6 0 5 73-40 18
5.იმერეთი 11 5 0 6 63-96 15
6.სატრანსპორტო კომპანია 12 2 0 10 54-118 6
7.აჭარის ნაკრები 12 2 0 10 35-126 6
8.უნივერსიტეტი 12 2 0 10 35-118 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული