"იბერია სტარი" ჩემპიონია!

AutoSharing Option
20 მაისს სპორტკომპლექს "არენაში" ფუტსალის წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ტურში "იბერია სტარმა" "თელასი" 10:3 დაამარცხა და ტურნირი უნიკალური შედეგით დაასრულა - თბილისელებმა ყველა, 14 შეხვედრა მოიგეს, თანაც, საშუალოდ შეხვედრაში 12,9 გოლი გაიტანეს!

ბოლო ტურის შეხვედრაზე არ გამოცხადდა ქუთაისის "იმერეთი", რის გამოც "აჭარასთან" ტექნიკური წაგება (0:5) ჩაეთვალა.

ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, "იმერეთი" არსებული ქულებით ბოლო ადგილზე გადაიყვანეს და გათამაშებიდან მოხსნეს.

ბოლო ტურის დასრულების შემდეგ ჩემპიონი და პრიზიორები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ დააჯილდოვეს.

სატრანსპორტო-ალგო 2:4
აჭარის ნაკრები-იმერეთი 5:0
თსუ-უნივერსიტეტი 12:2
იბერია სტარი-თელასი 10:3

სატურნირო მდგომარეობა
1.იბერია სტარი 14 14 0 0 181:32 42
2.თსუ 14 11 1 2 122:46 34
3.თელასი 14 9 1 4 104:55 28
4.ალგო 14 9 0 5 94:43 27
5.აჭარა 14 3 0 11 41:138 9
6.სატრანსპორტო 14 2 0 12 58:133 6
7.თელავი 14 2 0 12 37:144 6
8.იმერეთი 14 5 0 9 66:112 15

26, 27 და 28 მაისს საქართველოს თასის გათამაშების მატჩები ჩატარდება, სადაც გუნდები ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ:

1/4-ფინალი
იბერია ისვენებს
თსუ-თელავი
თელასი-სატრანსპორტო
ალგო-აჭარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული