დღეს ჩეხეთში: იბერია ფავორიტის სტატუსით

AutoSharing Option
დღეს უეფას ფუტსალის თასის გათამაშების ძირითადი ეტაპი იწყება. როგორც იცით, ტურნირში საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარიც" მონაწილეობს. მასთან ერთად, ჯგუფიდან გასვლას იმედოვნებენ ჩეხური "ერა-პარკი", ბელარუსული "მაპიდი" და უნგრული "დიორი ეტო". მატჩები ჩეხურ ქალაქ ხრუდიმში გაიმართება.

"იბერია" პრაღაში გუშინ გამთენიისას ჩაფრინდა, იქიდან კი დანიშნულების ადგილზე ავტობუსით გაემგზავრა. იბერიელებმა გუშინ საღამოსვე ივარჯიშეს. დღეს ჩვენი დროით 19 საათზე პირველი მატჩია - საქართველოს ჩემპიონის მეტოქე უნგრული გუნდია, რომელიც ძირითად ეტაპზე კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიღწეული შედეგის წყალობით "იბერია" საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათავისუფლებული
იყო.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, იმავე დროს, მინსკელებთან გამართავს, 30 სექტემბერს კი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს მასპინძლებთან ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გადის. ფავორიტებად საქართველოსა და ჩეხეთის ჩემპიონები მიიჩნევიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული