აფსუს, ფუტსალში მოგებაც შეიძლებოდა...

AutoSharing Option
"იბერიამ" უეფას ფუტსალის ლიგის ძირითადი ეტაპი დასანანი ფრით დაიწყო - საქართველოს ჩემპიონმა უნგრულ "დიორი ეტოსთან" 5:5 ითამაშა.

პირველი ტაიმი ჩვენებმა ბრაზილიელი ფომასას გოლით 1:0 მოიგო. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, იმავე ფომასამ მეორეც გაიტანა. მართალია, უნგრელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ბრუნო მელომ მესამეც შეაგდო და "იბერიას" გამარჯვება თითქოს ეჭვს აღარ იწვევდა...

უნგრელებმა ერთი ბურთი კიდევ გაქვითა და ცუდი ამბებიც ამით დაიწყო. ფრანგმა არბიტრმა ფომასას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და შესაბამისად, მოედნიდან გააძევა, უმცირესობაში დარჩენილმა იბერიელებმა კი მესამე გოლი გაუშვეს - 3:3.

ამის
მერე უკვე ჩვენი გუნდი აღმოჩნდა ორჯერ მდევრის როლში. რონიმ და ბეტინიომ "იბერიისთვის" ქულის მოპოვებაღა შეძლეს. მიუხედავად ამისა, დაკარგული ჯერ არაფერია. მთავარია, "იბერიამ" დღეს მინსკის "მაპიდი" დაამარცხოს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული