"იბერიამ" მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაავლო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო - პირველივე წუთებზე რონიმ ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა. ანგარიში მე-2 წუთზე ფუმასამ გახსნა 1:0, მე-6-ზე კი ბეტინიომ სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. მასპინძლებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ 13-ე წუთზე
მეორე ტაიმში ჩეხებმა დიდი მონდომებითა დაიწყეს და "იბერიას" პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მასპინძლებმა მეორეპენალტითაც ვერ ისარგებლეს - 35-ე წუთზე მარეშმა ბურთი კარს ააცილა. ეტყობა, ამან მასპინძლები საბოლოოდ გატეხა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი ალთუნაშვილმა "იბერიასთვის" მეხუთედაც გაიტანა - 5:0.
დარჩენილი წუთები ქართველთა უპირატესობით წარიმართა: კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა ბეტინიოს, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. საბოლოოდ სენსაციური გამარჯვება 5:0 და "იბერია-სტარი" ელიტრაუნდში გავიდა. ეს ჩეხებთან მატჩამდეც ცნობილი იყო, რადგან ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრული "დიორ ეტო" ბელარუსულ "მაპიდთან" დამარცხდა (1:3) და მეორე ადგილზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
"იბერიამ" თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ტონი, რომარიო, ბეტინიო, რონი, ფუმასა. შემცვლელები იყვნენ: ერნესტ აკოპოვი (მეკარე) ალექსანდრე ჯამბურია, შოთა კუბლაშვილი, ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ალთუნაშვილი, კახა მაისაია, ბრუნო მელო.
ჩვენი ჯგუფიდან კი შემდეგ ეტაპზე საქართველოსა და ჩეხეთის ჩემპიონები გავიდნენ. ახლა "იბერია" ელიტრაუნდისთვის მოემზადება, რომლის წილისყრაც 11 ოქტომბერს გაიმართება. ფორმატი ასეთია: ძირითად ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ 12 გუნდს პირდაპირ ელიტრაუნდში დაშვებული ოთხი გუნდი დაემატება. ეს გუნდებია: ლისაბონის "ბენფიკა" (მოქმედი ჩემპიონი), მურსიას "ელ პოსო", ალმაათის "ყაირათი" და ეკატერინბურგის "ვიზ-სინარა". ეს 16 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ოთხთა ფინალში პირველადგილოსნები გავლენ.
ელიტრაუნდი 12-20 ნოემბერს გაიმართება, ოთხთა ფინალი კი - გაისად აპრილში.
თ მ ფ წ ბ ქ
იბერია სტარი 3 2 1 0 16-9 7
ერა-პარკი 3 2 0 1 11-10 6
მაპიდი 3 1 0 2 9-13 3
დიორი ეტო 3 0 1 2 9-13 1