"იბერია სტარმა" ლვოვის ტურნირში მეორე თამაშიც მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ლვოვში მიმდინარე ფუტსალის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.

პირველ დღეს ბრაზილიელი სერჯიო ბენატის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინულ "კარდინალს" 4:1 მოუგო, 16 აგვისტოს კი ასევე უკრაინული "ლემბერგი" 7:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმის მე-9 წუთისთვის "იბერია" ბეტინიოსა (5, 8) და რონინიოს (9) გოლებით დაწინაურდა, რომარიომაც (18) გაიტანა და პირველი ნახევარი 4:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში თავი გამოიჩინეს ბრუნო მელომ (33), აუგუსტომ (34), წერტილი კი ახალგაზრდა ვახტანგ ჯვარაშვილმა (36) დასვა - საქართველოს ჩემპიონმა 7:0 გაიმარჯვა.

ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში პოლონურმა "რეკორდმა" უკრაინულ "კარდინალს"
6:2 კი მოუგო, მაგრამ ბურთის უკეთესი სხვაობით (11:1 პოლონელთა 10:3-ის წინააღმდეგ) პირველ ადგილზე საქართველოს ჩემპიონი დამკვიდრდა.

17 აგვისტოს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან და ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელიც 18 აგვისტოს ფინალში ითამაშებს. "იბერიას" ფრეც ჰყოფნის.

მეორე ჯგუფში ფინალის საგზურისთვის მასპინძელი ლვოვის "ენერგია" და ტიუმენის "გაზპრომი-იუგრა" იბრძვიან. ამ უკანასკნელის კარს ქართველი ლეგიონერი ზვიად კუპატაძე იცავს, მთავარი მწვრთნელი კი ჩვენი ნაკრების ყოფილი ლიდერი ბესო ზოიძე გახლავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იბერია სტარმა" ლვოვის საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო
სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული