"იბერია სტარმა" ჯგუფში კონკურენტი გაანადგურა და ლვოვის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ლვოვში მიმდინარე ფუტსალის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" 17 აგვისტოს საუკეთესო თამაში აჩვენა. ბრაზილიელი სერჯიო ბენატის გაწვრთნილები კონკურენტს, პოლონურ "რეკორდს" შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურებში საქართველოს ჩემპიონმა ორივე შეხვედრა უკრაინულ კლუბებთან მოიგო: ჯერ "კარდინალი" დაამარცხა (4:1), მერე კი "ლემბერგი" (7:0).

წინა ორივე მატჩი მოიგეს პოლონელებმაც და ლიდერები ერთმანეთს 6-6 ქულით დაუპირისპირდნენ, მაგრამ "იბერია" ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობდა და ჯგუფში გამარჯვებისთვის ფრეც ჰყოფნიდა.

მოულოდნელად, ბრძოლა არ შედგა და საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე გაანადგურა: პირველი ტაიმში რონისა და აუგუსტოს (2) გოლებით "იბერია"
3:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში აუგუსტომ კიდევ ორი დაამატა და "პოკერი" შეასრულა, თავი ბეტინიომაც გამოიჩინა.

"რეკორდმა" მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა მშრალი ანგარიშისგან თავის დაძვრენა და თბილისელებმა 6:1 გაიმარჯვეს.

ჯგუფის მეორე მატჩში "კარდინალმა" "ლემბერგი" 1:0 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

ა თ მ ფ წ ბ ქ
1. "იბერია" 3 3 0 0 17:2 9
2. "რეკორდი" 3 2 0 1 10:3 6
3. "კარდინალი" 3 1 0 2 4:10 3
4. "ლემბერგი" 3 0 0 3 1:5 0

ტურნირის ფინალი 18 აგვისტოს გაიმართება: "იბერია" რუსულ გუნდს, ტიუმენის "გაზპრომ-იუგრას" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტიუმენელთა მეკარე ზვიად კუპატაძეა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ბესო ზოიძე გახლავთ.

100-პროცენტიანი იბერია ფინალშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარმა" ლვოვის ტურნირში მეორე თამაშიც მოიგო
"იბერია სტარმა" ლვოვის საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო
"იბერია სტარი" ლვოვის საერთაშორისო ტურნირის მოგებაზე ფიქრობს
სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული