მსოფლიოს რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი გუნდის სახლში დამარცხება უდიდესი სენსაციაა: ჟორჟ ბრაზის გუნდი ევრო 2010-ის ფინალისტი და წლევანდელი ევროს მეოთხედფინალისტია, საიდანაც მსოფლიოში მესამე რეიტინგის მქონე იტალიასთან წააგო.
პორტუგალიამ საქართველოს ამხანაგურ მატჩში "კალდაშ და რაინას" მუნიციპალურ სპორტკომპლექსში უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ლეირიადან ლისაბონში 25 ქართველი ჩავიდა.
ავთანდილ ასათიანისა და ბესო არველაძის გაწვრთნილები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით "იბერია სტარის" მეკარე ჯაბა ჯამბურიამ გაიყვანა.
პირველი ტაიმი მოსალოდნელი სცენარით დაიწყო, მასპინძლები
მეორე ტაიმში შოთა ჭანუყვაძემ ქართველები კიდევ უფრო დააწინაურა - 3:1. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ვითარება დაიძაბა. ფუტსალის მესიმ, რიკარდინიომ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 2:3.
თუმცა მატჩის დასასრულს არჩილ სებისკვერაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.
ამხანაგური მატჩი
პორტუგალია-საქართველო 2:4
გოლები: 1:0 მარინო, 1:1 ალთუნაშვილი, 1:2 ირაკლი შელეგია 1:3 შოთა ჭანუყვაძე 2:3 რიკარდინიო, 2:4 არჩილ სებისკვერაძე
25 ოქტომბერს გუნდები "კალდაშ და რაინაზე" ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"