ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი საქართველოში?

AutoSharing Option
3 დეკემბერს ციურიხში მდებარე ფიფას ოფისი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრას უმასპინძლებს. შვეიცარიაში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი და გენერალური მდივანი, ბექა კვიციანი გაემგზავრებიან.

კვიციანის თქმით, ასოციაციის წარმომადგენლებმა ფიფასა და უეფაში შეხვედრები დაგეგმეს. ყველაზე საინტერესო ფიფა-ს ფუტსალის და ქვიშის ფეხბურთის მთავარ მენეჯერთან, ხავიერ იარსასთან მოლაპარაკება იქნება.

"არის კიდევ ერთი საინტერესო ჩანაფიქრი. საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში იყო მსჯელობა, თუ საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა შესარჩევი ეტაპი და ელიტრაუნდში მოხვდა, უეფას ტურნირის მასპინძლობისთვის თბილისის კანდიდატურას შევთავაზებთ.

მცირე ხნის წინ ჩვენს სპორტის სასახლეში უკვე
ჩატარდა მაღალი დონის ტურნირი, უეფას თასის ელიტრაუნდის მატჩები. შარშან საკლუბო და სანაკრებო შესარჩევი ციკლის შეხვედრებსაც ვუმასპინძლეთ.

უეფა ორგანიზაციის დონით კმაყოფილი დარჩა, ანუ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრების მისაღებად მზად ვართ.

უკვე გააზრებულია საორგანიზაციო შტაბის ის გუნდი, რომელიც ევრო 2014-ის ელიტრაუნდს თავს წარმატებით გაართმევს. თვის ბოლოს ამ გუნდის ერთობლივი შეკრება გაიმართება", - ამბობს ბექა კვიციანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული