47 წლის ბრაზილიელი სპეციალისტის, სერჟიო ბენატის გაწვრთნილმა საქართველოს ჩემპიონმა უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ელიტრაუნდის D ჯგუფიდან კი გუნდმა უეფას თასის ოთხთა ფინალში გააღწია.
არადა, საქართველოს ჩემპიონი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა: იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი "ლუპარენსე" 6:1 გაანადგურა, უნგრულ "დიორი ეტოსთან" ფრეს დასჯერდა (2:2), გადამწყვეტ შეხვედრაში კი ევროპის ფუტსალის გრანდი, ლისაბონის "ბენფიკა" 7:4 დაამარცხა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
შემთხვევითი არ არის, რომ ამჟამად "იბერია სტარმა" ევროპული ფეხბურთის რეიტინგში უჩვეულო ნახტომი გააკეთა და ევროპაში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
უეფას საკლუბო რეიტინგი ასე გამოიყურება:
ა წ.რ. გუნდი ქვეყანა ქულა
1 1 დინამო მოსკოვი (რუსეთი) 1057
2 2 ინტერვიუ მადრიდი (ესპანეთი) 620
3 4 ბენფიკა (პორტუგალია) 555
4 9 კაირატი (ყაზახეთი) 550
5 7 არაზი ნახჩევანი (აზერბაიჯანი) 516
6 12 იბერია სტარი (საქართველო) 497
7 10 ხრუდიმი (ჩეხეთი) 460
8 14 ბარსელონა (ესპანეთი) 459
9 3 ვიზ-სინარა ეკატერინბურგი (რუსეთი) 448
10 13 მურსია (ესპანეთი) 410
* წ.რ. - წინა რეიტინგი
ქვეყნების საკლუბო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
ქვეყანა ქულა
1 ესპანეთი 1955
2 რუსეთი 1505
3 პორტუგალია 902
4 იტალია 814
5 ყაზახეთი 550
6 ბელგია 517
7 აზერბაიჯანი 516
8 საქართველო 497
9 ჩეხეთი 460
10 უკრაინა 430
8 დეკემბერს ვენეციაში უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება და უეფას ფუტსალის თასის ფინალური ოთხეულის მატჩების მასპინძელი ქალაქი გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონობაში "იბერია სტარი" ელიტრაუნდის სხვა ჯგუფების გამარჯვებულებს შეეცილება: "ბარსელონას" (A ჯგუფი), ალმატის "კაირატსა" (B) და მოსკოვის "დინამოს" (C).
ევროპის საკლუბო ჩემპიონი 2013 წლის აპრილში გაირკვევა. ტურნირის მასპინძლობის სურვილი თბილისსაც აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფუტსალის ჩემპიონატში "იბერია" და "თელასი" ლიდერობენ
უმასპინძლებს თბილისი ფუტსალში ოთხთა ფინალს?
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია!
ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდი: "იბერია სტარმა" ბოლო ტურს ინტრიგა შემოუნახა
"იბერია სტარი" ნამდვილი ფავორიტია, "ბენფიკამ" წაიბორძიკა