საქართველოს ნაკრების ფრე და მეორე ადგილი მალტის ტურნირზე

AutoSharing Option
დასრულდა მალტის საერთაშორისო ტურნირი ფუტსალში. საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრა ინგლისელთა წინააღმდეგ დაძაბული და რაც მთავარია, სანახაობრივი გამოდგა.

პირველი ნახევარი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელები 2:0 დაწინაურდნენ.

თუმცა ავთანდილ ასათიანისა და ბესო არველაძის შეგირდებმა მდგომარეობის გამოსწორება და ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს: ჯერ არჩილ სებისკვერაძემ შეამცირა ანგარიში, კახა მაისაიამ კი შორეული დარტყმით ინგლისელებს მოგება ხელიდან გამოგლიჯა.

საბოლოოდ ლამაზი სანახაობა 2:2 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე საბერძნეთი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში მასპინძელ მალტასთან
0:1 დამარცხდა.

ჩვენი დელეგაცია თბილისში 11 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ასათიანი: ხომ იცით, რას ნიშნავს გაუმართლებლობა?
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტის ტურნირზე: მოგება და წაგება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტაზე გაემგზავრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული