ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი დადგინდა

AutoSharing Option
22-27 იანვარს მალტა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა გვითხრა, რომ მატჩების განრიგი საბოლოოდ შეთანხმდა.

თამაშები პაოლაში, "ჰიბერნიანსის" დარბაზში გაიმართება. მალტის ფეხბურთის ფედერაციის წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 იანვარს მალტას 19 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 24 იანვარს მოლდოვას - 17 საათზე.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანი აპრილში ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც ელიტრაუნდის შეხვედრებია დაგეგმილი.

6 ჯგუფში შესარჩევის გამარჯვებული ჩეხეთს, ბელორუსსა და მასპინძელ ჰოლანდიას შეხვდება.

სიახლეებია საკლუბო დონეზეც. უახლოეს მომავალში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ელიტრაუნდის
მონაწილე "იბერია სტარის" ხელმძღვანელობა საკმაოდ ორიგინალური ხერხით შეეცდება საინტერესო მოთამაშის მოძებნას.

ისინი 14-დან 21 წლამდე ასაკის მოთამაშეების გასინჯვას აპირებენ დევიზით - "მოირგე "იბერია სტარის" მაისური".

შერჩევა სპორტკომპლექს "არენაში" ჩატარდება და მას კლუბის მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი სერჟიო ბენატი გაუძღვება. ტესტირების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

15 იანვარს სპორტულ რადიო "ჯაკოს" დაარსებიდან 7 წელი შესრულდა, სადაც არაოლიმპიური სპორტის სახეობების საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს.

ნომინაციაში მე-6 ადგილი წილად ხვდა "იბერიასა" და საქართველოს ნაკრების მოთამაშე გოგა ალთუნაშვილს და ის სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული