საქართველოს ფუტსალის ნაკრები მალტაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
22 იანვარს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მალტაზე გაემგზავრა, სადაც 23-25 იანვარს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ჩაატარებს.

ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის გაწვრთნილები მალტაში ორ მატჩს გამართავენ: პაოლაში, "ჰიბერნიანსის" დარბაზში 23 იანვარს - მასპინძლებთან, ხოლო 24 იანვარს - მოლდოვასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ფინალური ეტაპი 2014 წელს ბელგიაში, ანტვერპენში 28 იანვრიდან-8 თებერვლამდე გაიმართება. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ბელგია უკონკურსოდ ითამაშებს.

დანარჩენთა ვინაობა საკმაოდ რთული შეჯიბრების შედეგად გაირკვევა: 44 გუნდიდან 22 მონაწილე 6 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ბრძოლას მხოლოდ გამარჯვებულები აგრძელებენ.

წინასწარი ეტაპის გამარჯვებულები დანარჩენ 22 გუნდთან ერთად შვიდ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ და ესპანეთში, იტალიაში, სერბეთში, სლოვაკეთში, ჰოლანდიაში, თურქეთსა და ლატვიაში 27-30 მარტს გასამართ ძირითადი ეტაპის ჯგუფურ ტურნირებში ფინალისტებს გამოავლენენ.

საქართველომ მალტაზე გასამართი შესარჩევი ეტაპი თუ დაძლია, ძირითად ეტაპზე ჩეხეთს, ბელორუსსა და ჰოლანდიას შეხვდება - ტურნირს კი ეს უკანასკნელი უმასპინძლებს.

ევრო 2014-ზე სულ 16 გუნდი ითამაშებს: შვიდივე ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, პლუს მასპინძელი ბელგია და საუკეთესო მესამეადგილოსანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რომელ საათზეა?


dato
17:41 23-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული