უეფამ ფუტსალის თასის კენჭისყრის თარიღი დაადგინა

AutoSharing Option
აპრილში თბილისში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალის კენჭისყრის თარიღი უკვე ცნობილია.

ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. კენჭისყრა თბილისში 27 მარტს, ოთხშაბათს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება და ცერემონიის საპატიო ელჩები და ღონისძიების წამყვანები შოთა და არჩილ არველაძეები იქნებიან.

კენჭისყრაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვლენ უეფას წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდების - "ბარსელონას", "ქაირათისა" და მოსკოვის "დინამოს" დელეგაციები.

ღონისძიება თბილისის დროით საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება სპორტული მედიის წარმომადგენლებსაც უპრობლემოდ შეეძლებათ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული