"იბერია სტარი" "გაზპრომთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში "იბერია" სტარი" მოსკოვში უეფას თასის ოთხთა ფინალისთვის მზადებას აგრძელებს.

სერჟიო ბენატის გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის კომუნისტური პარტიის გუნდთან (კპრფ) 1:1 დაასრულა. 8 მარტს კი ჩვენი ჩემპიონი მეორე სპარინგ-მატჩში ბევრად ძლიერ მეტოქეს, რუსეთის სუპერლიგის მეორეადგილოსან ტიუმენის "გაზპრომ-იუგრას" დაუპირისპირდა.

ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესო ზოიძე გახლავთ, მეკარე კი ზვიად კუპატაძეა.

სხვათა შორის, ხსენებული გუნდები ერთმანეთს 2012 წლსი აგვისტოს ლვოვის საერთაშორისო ტურნირის ფინალშიც შეხვდნენ. მაშინ "იბერიამ" 3:2 მოიგო და მთავარ პრიზს დაეუფლა.

ამჯერად პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1
გახლდათ, ჩვენების გოლი რაფას ანგარიშზეა. რუსებმა მეორე ტაიმში გადაწმყვეტი ბურთი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

"იბერია სტარის" მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, გუნდი ბოლო საკონტროლო მატჩს რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "მიტიშჩისთან" 10 მარტს ჩაატარებს, შეკრებას კი 11 მარტს დაასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული