შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის მტკივნეული საკითხი წამოჭრა: საქართველოს ფუტსალის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს მალე ნაკრებთან ერთად ჰოლანდიაში ელიტრაუნდის შეხვედრები ელის, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო დაუდგა და პრობლემაც მაშინ წარმოიქმნა.
ნაკრების ხელმძღვანელობა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ჯარში ნაკრების კიდევ ორი კანდიდატი - ზურაბ ლუკავა და რატი ხოსრუაშვილი გამოიძახეს. სამივე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო კომისარიატში. მათი ჯარიდან გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო.
ფუტსალის ასოციაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
"ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. თემა ტელევიზიებმაც აიტაცეს და ყველაფერი სწრაფად მოგვარდა - მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, შოთა ჭანუყვაძეს და რატი ხოსრუაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთი წლით გადაუვადდათ.
რატომღაც ზურაბ ლუკავა განზე დარჩა, მაგრამ ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში მისი საკითხიც დადებითად გადაწყდებოდა.
"ლუკავას საბუთები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის აპარატს გადაუგზავნა. საქართველოს ფუტსალის ასოციაციას იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაშიც, გადავადებაზე პასუხს დროულად მივიღებთ.
ლუკავა ქართულ ფუტსალში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეა და ეროვნულ ჩემპიონატში თსუ-ს ღირსებას იცავს. ავთანდილ ასათიანი მას სისტემატურად იძახებს ეროვნულ ნაკრებში და ელიტრაუნდში მისი წაყვანა სურს.
არადა, დრო აღარ ითმენს, ნაკრებს ჰოლანდიაში შეხვედრები მარტის ბოლოს უწევს, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადია გასაგზავნი და დროულად უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა ლუკავას წაყვანას", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"