აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყაქვს, რადგან მის ბირთვს ნატურალიზებული ბრაზილიელები შეადგენენ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა ასისტენტმა ბესიკ არველაძემ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახეს:
მეკარეები: ჯამბურია (ნეფთჩი), კეფაშვილი (სოკარი), გაბუჩია (თელასი)
მოედნის მოთამაშეები: ლუკავა (თსუ), ჯაფარიძე (თსუ), კობაიძე (თსუ), ბობოხიძე (თსუ), ზოიძე (სოკარი), სოზაშვილი (თელასი), შელეგია (თელასი), ჭანუყვაძე (თსუ), კაკაბაძე (თსუ), მაისაია და სებისკვერაძე (ნეფთჩი), სიგუნავა (თსუ).
საქართველო აზერბაიჯანს სულ
საინტერესო აღმოჩნდა შესარჩევი ციკლი კარლოვაცში. თამაშის დამთავრებამდე 59 წამით ადრე ვაგებდით 4:6 და ფრედ 6:6 დავასრულეთ.
ქართული დელეგაცია ბაქოში კვირას გაემგზავრება, ამხანაგურებს 18 და 19 მარტს ითამაშებს და თბილისში 20-ში დაბრუნდება. მერე მორიგი შეკრებაა, გუნდი "ბატესტაში" დაბინავდება, ელიტრაუნდისთვის თბილისში მოემზადება, ამსტერდამში კი 24 მარტს გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 მარტს ჩეხებთან გამართავს, 28 მარტს - მასპინძელ ჰოლანდიასთან, 30 მარტს - ბელარუსთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"