აზერბაიჯანის ნაკრებმა ქართველებთან რევანში აიღო

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან მეორე სპარინგ-მატჩი გამართა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 18 მარტს ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის შეგირდების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ამჯერად, ჩვენდა სამწუხაროდ, მასპინძლებმა რევანში აიღეს და საკმაოდ დამაჯერებლად - ჟოზე ალეზიოს განკარგულებაში მყოფმა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა ქართველებს შანსი არ დაუტოვეს და 4:0 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ჩათვლით, ასათიანისა და არველაძის ფორმაციის ეროვნულმა ნაკრებმა 7 ამხანაგური შეხვედრიდან 3 მოიგო (მათ შორის, გრანდ პორტუგალიასთან და ტოპგუნდების ოცეულში შემავალ აზერბაიჯანთან გასვლებზე), 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

გუნდი 20 მარტს საქართველოში დაბრუნდება და უეფას ელიტრაუნდისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს.

დაბოლოს: ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ეროვნული ნაკრების წევრს, ზურაბ ლუკავას სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთი წლით გადაუვადდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა, რომელთანაც 11 წელია, არ მოუგია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული