შესანიშნავი დასაწყისი - 8:0 ესტონეთთან

AutoSharing Option
წარმატებული გამოდგა საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ზაალ ჩიტალაძის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში. გუშინ მაკედონიაში, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველომ ესტონეთი 8:0 გაანადგურა.

ბალტიისპირელებისთვის საბედისწერო გამოდგა მე-2 წუთი, როდესაც დავით ბობოხიძემ და არჩილ სებისკვერაძემ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი, მე-4 წუთზე კი სებისკვერაძემ 3:0 დაგვაწინაურა. შოთა ჭანუყვაძემ და ბობოხიძემ კიდევ გაიტანეს და საქართველომ პირველი ტაიმი 5:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ქართველებმა კიდევ სამი ბურთი მიითვალეს - ისევ ბობოხიძემ, სებისკვერაძემ და დიმიტრი მაყაშვილმა.

საბოლოოდ, 8:0 და ჯგუფური ეტაპიდან გასვლის იმედი.

საქართველოს ნაკრები:
ჯამბურია, კობაიაძე, მაყაშვილი, ბობოხიძე (კაპიტანი), სებისკვერაძე; კეფაშვილი (მეკარე) ჭანუყვაძე, კაკაბაძე, დევდარიანი, შერმადინი, მაისაია, ლუკავა.
გოლები: ბობოხიძე (1, 20, 23), სებისკვერაძე (1, 5, 25), ჭანუყვაძე (12), მაყაშვილი (35).

დღეს საქართველოს ნაკრები ინგლისს შეხვდება, მაკედონია კი - ესტონეთს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული