ქართველთა წარმატება ავსტრიაში

AutoSharing Option
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართველთა სათვისტომო ჯერ არ არის შექმნილი, მაგრამ გვყავს საფეხბურთო გუნდი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა ფუტზალის გუნდი ჩამოაყალიბეს და მოკლე ხანში წარმატებასაც მიაღწიეს.

ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დარეგისტრირებულ გუნდს  "SV GEORGIA" ჰქვია და ჩვენი ბიჭები ქართული დროშისგამოსახულებიანი მაისურებით ასპარეზობენ.

გვესაუბრება "SV GEORGIA"-ს დამფუძნებელი, მწვრთნელი და მოთამაშე მამუკა ჭიჭინაძე:

- 2010 წლის 9 მარტს ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დავარეგისტრირეთ გუნდი, სახელწოდებით "SV GEORGIA" (სპორტული საზოგადოება "საქართველო"), გვყავს 19 ფეხბურთელი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში
13 მოთამაშეა. გუნდში ქართველებს გარდა (მოთამაშე მწვრთნელი მამუკა ჭიჭინაძე, გიორგი გიკაშვილი (კაპიტანი), შოთა თავდუმაძე, მირზა ბჟალავა, აჩიკო ბათურიშვილი, თემურ განიაშვილი, გივი ბედოშვილი, ირაკლი ავალიანი), 4 ავსტრიელი, 2 რუმინელი და 1 მოლდაველიც თამაშობს.

მიმდინარე წლის იანვარში გავიმარჯვეთ ავსტრიის ფუტზალის მეორე ლიგაში და გადავედით პირველ ლიგაში. სულ 10 მატჩი ჩავატარეთ და მათგან 8 მოვიგეთ, 2 - წავაგეთ. პირველ ლიგაში უეფას ტურნირშიც ვიასპარეზებთ, ახლა კი ავსტრიის თასის გათამაშებისთვის ვემზადებით.

- ფეხბურთს, ალბათ, საქართველოშიც თამაშობდით...

- თითქმის ყველა გამოვდიოდით ამა თუ იმ ქართულ საფეხბურთო კლუბში. მე, მაგალითად, რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას ვიცავდი.

- ფინანსების მოძიება არ გიჭირთ?
- სამწუხაროდ, საქართველოდან ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენი სახსრებით ვქირაობთ დარბაზს სავარჯიშოდ, თუმცა ზოგიერთი აქაური ქართველიც გვეხმარება.


ლევან ხვედელიძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ ბიჭებო
intereli
03:39 04-02-2011
0
თქვენ გენაცვალეთ!!! ვიცი ეს გუნდი!! სუყველას უგებენ და ასე ამბობენ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარაო !!!

იუტუბშიც თუ სადღაც ვუყურე, ფუტსალის მიმოხილვა იყო ჩვენების ტექნიკური გოლი აჩვენეს:) მაგარი კლასი, ტეხნარი და პურის-მჭამელი ბიჭები არიან :)) გემოზე თამაშობენ..

ჯიგრები ხართ თქვენ გენაცვალეთ მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს ეს გუნდი!
mentalitet
01:11 04-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული