ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დარეგისტრირებულ გუნდს "SV GEORGIA" ჰქვია და ჩვენი ბიჭები ქართული დროშისგამოსახულებიანი მაისურებით ასპარეზობენ.
გვესაუბრება "SV GEORGIA"-ს დამფუძნებელი, მწვრთნელი და მოთამაშე მამუკა ჭიჭინაძე:
- 2010 წლის 9 მარტს ავსტრიის ფუტზალის ფედერაციაში დავარეგისტრირეთ გუნდი, სახელწოდებით "SV GEORGIA" (სპორტული საზოგადოება "საქართველო"), გვყავს 19 ფეხბურთელი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში
მიმდინარე წლის იანვარში გავიმარჯვეთ ავსტრიის ფუტზალის მეორე ლიგაში და გადავედით პირველ ლიგაში. სულ 10 მატჩი ჩავატარეთ და მათგან 8 მოვიგეთ, 2 - წავაგეთ. პირველ ლიგაში უეფას ტურნირშიც ვიასპარეზებთ, ახლა კი ავსტრიის თასის გათამაშებისთვის ვემზადებით.
- ფეხბურთს, ალბათ, საქართველოშიც თამაშობდით...
- თითქმის ყველა გამოვდიოდით ამა თუ იმ ქართულ საფეხბურთო კლუბში. მე, მაგალითად, რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას ვიცავდი.
- ფინანსების მოძიება არ გიჭირთ?
- სამწუხაროდ, საქართველოდან ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენი სახსრებით ვქირაობთ დარბაზს სავარჯიშოდ, თუმცა ზოგიერთი აქაური ქართველიც გვეხმარება.
ლევან ხვედელიძე
გაზეთი "ყველა სიახლე"