რომარიოს საქართველოშიც გააქვს

AutoSharing Option
ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში "იბერიამ" "ალგოს" მეორე მატჩიც მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა. ანგარიში "ალგოს" კაპიტანმა დავით ბობოხიძემ მე-4 წუზე გახსნა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა 14 წამში გაათანაბრა, ერთ წუთში კი დაწინაურდა კიდეც.

პირველ ტაიმში "იბერიას" სასარგებლოდ სამი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმც დაინიშნა, თუმცა იბერიელებმა სამივე გააცუდა - ერთხელ მეკარემ მოიგერია, ორჯერ კი კარს ააცილეს. ამის მიუხედავად, "იბერიამ" ტაიმი 4:1 მოიგო, შესვენების შემდეგ კიდევ სამი გაიტანა და საბოლოოდ 7:1 გაიმარჯვა. იბერიელთაგან შვიდივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს - ჟორჟე ალექსმა (3), რონიმ (2), რომარიომ (1) და
ბეტინიომ (1).

ამგვარად, "იბერიამ" მიმდინარე სეზონში რვავე თამაში მოიგო და მეორე ადგილზე მყოფ "ალგოს" უკვე 6 ქულით უსწრებს. ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება, ანუ ეს გუნდები კიდევ ორჯერ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, იბერიამ - ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა - პირველობა ხელიდან გაუშვას.

ფუტსალი. საქართველოს ჩემპიონატი
10 თებერვალი. თბილისი, ასკ-ს დარბაზი.

ალგო-იბერია 1:7
"ალგო": გოგიშვილი, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, შერმადინი, კობაიძე, მაყიშვილი, პირველი, ფურცელაძე, ბობოხიძე (კაპ), ლუკავა, სებისკვერაძე, მანია.
"იბერია": აკოპოვი, ჯამბურია, კუბლაშვილი, ძაბირაძე, ალთუნაშვილი (კაპ), მაისაია, ჟორჟე ალექი, რომარიო, ბეტინიო, ფუმასა, რონი.

იბერია 8 8 0 0 82:19 24
ალგო 8 6 0 2 44:19 18
ჯუნგლები 8 4 0 4 57:53 12
თსუ 7 4 0 3 32:30 12
თელავი 6 0 0 6 14:52 0
აჭარა 7 0 0 7 30:86 0

ბომბარდირები
რონი (იბერია) 24
გოგოხია (ჯუნგლები) 16
ბეტინიო (იბერია) 14
ნადარაია (აჭარა) 13

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაწერეთ ხალხნო რამე ქარტულ ფუტზალზე, გაგვარკვიეთ რა ხდება
nika
02:10 19-04-2011
0
თსუ ალგოს ტამაშის განხილვა დადეთ რაა, ვერ მივედი თამაშზე:((
giorgi
18:14 18-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული