გუგა ფალავანდიშვილმა "ეთნიკოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დღეს, 9 იანვარს, ოფიციალურად კვიპროსული "ეთნიკოსის" ფეხბურთელი გახდა.

თავდაპირველად, საუბარი 3-წლიან კონტრაქტზე იყო, მაგრამ როგორც ფეხბურთელისგან შევიტყვეთ, მან  კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, სხვა კლუბისგან კარგი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, "ეთნიკოსი" ფალავანდიშვილის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.

გუგა "ეთნიკოსში" მე-5 ქართველია. მის გარდა, კლუბში ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე, გია გრიგალავა და ნიკა ყიფიანი ირიცხებიან.

კარიერის განმავლობაში ფალავანდიშვილს "გაგრაში", "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია, "ტორპედოში" კი გუგა 2016 წლის ივლისში მივიდა და დავით ყიფიანის
სახელობის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეწილე არის მამუკა ჯუღელი, ქართველი ფეხბურტელების დამGუპველი,პრინციპში ყველას ერღი ინ ტერესი აქვთ იმ ფეხბურთელებსაცდა თვითონ. ფული! )
dato
13:50 10-01-2017
0
ეთნიკოსის მფლობელი ქართველი ხომ არაა შემთხვევით?
zura
21:44 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული