თურქეთში მყოფმა აზერბაიჯანულმა "გაბალამ" ზამთრის შეკრების ფარგლებში პირველი მატჩი ალბანურ "პარტიზანთან" გამართა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით აზერბაიჯანული კლუბის შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.
სლოვაკურ "ტრენჩინში" დებიუტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს. მისი ახალი კლუბი დღეს "ნიტრას" დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ "ტრენჩინმა" სწორედ ბერიძის გოლით იმარჯვა.
გაიტანა გიორგი ქვილითაიამაც, რომლის ვენის "რაპიდმაც" ამხანაგურ მატჩში "გერსტჰოფერი" გაანადგურა - 11:0.