გუგა ფალავანდიშვილი: "ეთნიკოსს" პრიორიტეტი სწორედ ამიტომ მივანიჭე...

AutoSharing Option
მართალია, კვიპროსულ "ეთნიკოსს" ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველის, გუგა ფალავანდიშვილის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ფალავანდიშვილს დებიუტი "ომონიასთან" სათასო შეხვედრაში უნდა ჰქონოდა, მაგრამ ის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. თუ როგორ შედგა ეს ტრანსფერი და რატომ არ იყო "ომონიასთან" მატჩის განაცხადში, ამაზე ფალავანდიშვილმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- როდის გაჩნდა "ეთნიკოსის" ვარიანტი?
- ზამთარში, სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, დამიკავშირდნენ კლუბის ხელმძღვანელები და მითხრეს, რომ ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები.

- გქონდა თუ არა შემოთავაზები სხვა კლუბებიდან? რატომ
აირჩიე "ეთნიკოსი" და იმოქმედა თუ არა შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა იმან, რომ ამ კლუბში რამდენიმე ქართველი უკვე თამაშობს?
- კი, მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა, ვფიქრობ, კვიპროსის ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის კარგი ტრამპლინია და მას პრიორიტეტი ამიტომ მივანიჭე. აქ თამაში უფრო მაღალი დონის გუნდში მოხვედრაში დამეხმარება.

კარგი, როცა გუნდში შენი თანამემამულეები თამაშობენ. ეს ადაპტაციაში გეხმარება, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა, რის გამოც "ეთნიკოსი" ავირჩიე.

- კონტრაქტზე რას გვეტყვი?
- კლუბს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა, საბოლოოდ, 1,5-წლიანზე შევჯერდით.

- ეროვნულ ნაკრებში კლუბმა არ გამოგიშვა, თუმცა "ომონიასთან" განაცხადშიც კი არ იყავი...
- საქმე იმაშია, რომ არაევროკავშირელ ფეხბურთელზე ლიმიტის გამო ფიფასგან დასტურის მიღება დაგვიანდა და ჩემი უთამაშებლობის მიზეზი სწორედ ესაა. შემდეგი კვირიდან უკვე დადასტურდება და განაცხადიც მოვხვდები.

ნაკრებში არ გაშვების მიზეზი კი ისაა, რომ კლუბს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს, სადაც საჭირო ვარ.

- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზეც გკითხავთ... რამდენად ელოდი?
- ეროვნულ  ნაკრებში თამაშის ძალიან დიდ სურვილთან ერთად მოლოდინიც მქონდა. სასიხარულოა, როცა გამჩნევენ და შანსს გაძლევენ, გახდე ეროვნული ნაკრების წევრი. დასანანია, რომ ვერ ვახერხებ ახლა თამაშს, მაგრამ მჯერა, შანსი კიდევ მომეცემა.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან გუნდში შენს როლზე გექნებოდა საუბარი...
- ჩემს პოზიციაზე გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და არც კონტრაქტში დევს იმის პირობა, რომ ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები, მაგრამ კეთილგანწყობას და დამოკიდებულებას ვგრძნობ და მჯერა, სეზონს შეუცვლელად ჩავამთავრებ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფასო ფეხბურთელები ხართ ყველა ვინც გარბიხართ და თავს ნუ იტყუებთ თითქოს ვინმე თქვენში ფულს იხდის
დამიკავშირდნენ კლუბის ხელმძღვანელები და მითხრეს, რომ ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები
23:28 15-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული